: სუპერმარკეტები აგრძელებენ ერთმანეთში გარიგებას და “ოცნების” პროპაგანდის სამსახურში ჩადგნენ

ფასდაკლებული საქონელი აკი ერთ კუთხეში იქნებაო? – არ აწყობთ ერთად რომ დაალაგო, გამოჩნდება, რომ 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ხალხი ისევ მოატყუეს.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ სუპერმარკეტები ძველებურად აგრძელებენ ერთმანეთში გარიგებას და “ოცნების” პროპაგანდის სამსახურში ჩადგნენ”.

“ხალხი ისევ მოატყუეს!
აქციით ფასდაკლებული საქონლის დახლიდან დახლზე გადადება და ერთად თავმოყრა რომ გვეგონა, ესეც კი არ ყოფილა. როგორც აქამდე იყო, თურმე ახლაც უნდა იარო სუპერმარკეტების სივრცეში და ეძებო ფასდაკლების ნიშანი, რომ შედარებით იაფად იყიდო რაიმე პროდუქტი. ძველ სქემას სიახლედ გვაჩეჩებენ.  აბა რა გეგონათ, რძის თაროზე მაკარონს ხომ არ შემოვდებთო, ამბობენ სუპერმარკეტები. აკი სოციალური კალათაო და ერთ კუთხეში იქნებაო?არ აწყობთ მასე-ერთად რომ დაალაგო, კი გამოჩნდება, რომ 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო.
საოცრება მოვისმინეთ გუშინ: “ბი ემ ჯი”-ზე რითეილასოციაცია რომ ჰქვია,ანუ სუპერმარკეტების “ენჯეო”, მისმა უფროსმა განაცხადა, რომ პირობას ვდებთ, სუპერმარკეტებში დღეში ერთი დასახელების საქონელზე მაინც გვექნება ფასდაკლება იმ დაპირებული 15 პროდუქტიდანო. წარმოგიდგენიათ, 1 მაინც იქნება ფასდაკლებით 15-იდანო!
აი, ამ შედეგით დამთავრდა პარლამენტის “ფასკომის” მუშაობა. სუპერმარკეტები კი ძველებურად აგრძელებენ ერთმანეთში გარიგებას (ეს რომ შესაძლებელი ყოფილა, თავად დაამტკიცეს) და “ოცნების” პროპაგანდის სამსახურში ჩადგნენ.” – წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.