დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

გვიწუნებენ მიდგომას, ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს და ამ დროს, კადრები გავრცელდა დანიიდან, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას, ადგილობრივებს და ჟურნალისტებსაც უსწორდებიან ხელკეტებით, – განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, რომელმაც შეაფასა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პოლიციის მიერ აქციის ძალადობრივი მეთოდებით დაშლა.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, ამგვარი ფაქტების შემდეგაც კი, ეს სახელმწიფოები საქართველოს უკითხავენ ნოტაციებს, რაც ორმაგი სტანდარტის გამოვლინებასთან ერთად, ლუსტრაციაც არის.
“შემდეგ, ეს სახელმწიფოები ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ. ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის, ეს ყველაფერს სცდება და ხდება მათი ლუსტრაცია. ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ – მოყვარე, ვინ არის ჩვენი გულწრფელი მეგობარი და ვინ არის დემოკრატიას ამოფარებული ჩვეულებრივი მავნებელი,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები

როდესაც ამ დეზინფორმაციული სტატიის ავტორი ამბობს, რომ ცოტნე ივანიშვილს არ აქვს უფლება ისაუბროს მედიის თავისუფლებასა და სანდოობაზე, ეს არის სწორედ ყველაზე დიდი ცინიზმი და თეთრის შავად წარმოჩენის მცდელობა