: სუპერმარკეტების განმარტება მოისმინეთ?… პარლამენტის ფასების კომისიამ კი სწორედაც რომ მათ სასარგებლოდ იმუშავა

სუპერმარკეტების განმარტება მოისმინეთ? 15 გამოცხადებული სასურსათო პროდუქტიდან დღეში ერთი დასახელების საქონელი მაინც იქნება ფასდაკლებითო:)) არა და ხალხს თხუთმეტ პროდუქტზე ეგონა ფასდაკლება მუდმივ რეჟიმში.
ფაქტობრივად, იგივე ფასდაკლების აქციაა, რაც გვინახავს, იმ განსხვავებით, რომ სხვა საქონელზე შეიზღუდება ან გაუქმდება ფასდაკლებები და “სოციალურ კალათაში” შეყვანილ სურსათზე გადამისამართდება.
ზოგადად, ფასდაკლების აქცია ერთი სახის საქონლის ღირებულების შემცირებას და შესაბამისად, სხვა სახის საქონელზე ფასის ზრდას ნიშნავს.
ათამდე სუპერმარკეტში წამოწყებული კამპანია სურსათზე ინფლაციას 0,1 პროცენტიცათ ვერ შეამცირებს. საქონელი არა მხოლოდ სუპერმარკეტებში იყიდება და არა მხოლოდ რომელიღაც ასოციაციაში შემავალ სუპერმარკეტებში.
რაც ხდება, ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა, სახელისუფლებო პროპაგანდაა, რომელსაც სუპერმარკეტებმაც აუბეს მხარი. იმათ რა ენაღვლებათ, არც მოგება შეუმცირდებათ და არც სხვა რაიმე დისკომფორტი შეექმნებათ. პარლამენტის ფასების კომისიამ კი სწორედაც რომ მათ სასარგებლოდ იმუშავა.