ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
უტიფრობის ხარისხი ნახეთ!
“იმედმა” უზარმაზარი სიუჟეტი გააკეთა, ქართული არასამთავრობოები რატომ არ გვიცავენ და არ აპროტესტებენ ჩვენთვის ევროპარლამნეტში აკრედიტაციის შეჩერებას, ეს მათი მხრიდან ორმაგი სტანდარტიაო.
არ დაგავიწყდეთ, ეს იმ არასამთავრობებზეა საუბარი, რომლებიც ორი წლის წინ ხელისუფლებასთან ერთად ამ პროპაგანდისტულმა მედიებმა უცხო ქვეყნის აგენტებად, და მოღალტეებად გამოცხადეს. 
სიუჟეტში იყო შალვა პაპუაშვილის კომენტარიც, სადაც ის ომახიანად კითხულობს:
– სად არიან ეს “ეთიკის ქარტიები,” საიები, თი-აი-იები? 
ეს იგი, პარლამენტმა ბატონი შალვას თავმჯდომარეობით, სამი სხვადასხვა კანონი მიიღო იმისთვის, რომ ამ ორგანოზაციებს ყველანაირი დაფინანსება გადაკეტოდათ, ყველა გზა ჩაკეტილიყო, გამქრალიყვნენ, დახურულიყვნენ და ახლა კითხულობს, სად არიანო?! 
სად არიან და თქვენი ხელიდან დახურულები არიან, ბატონო შლავა.




