96 გარდაცვლილი და მიწასთან გასწორებული სახლები – მომაკვდინებელი ქარიშხალი ინდოეთში: “გრიგალმა სახურავზე ასული კაცი აიტაცა”

ინ­დო­ეთ­ში მძვინ­ვა­რე ქა­რიშ­ხა­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის ნამ­დვილ კა­ტას­ტრო­ფად იქცა , რო­მელ­საც უკვე ემსხვერ­პლა 96 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე.

სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და კად­რე­ბი, თუ რო­გორ აი­ტა­ცა გრი­გალ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 12 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე სა­კუ­თარ სა­ხუ­რავს ჩა­ჭი­დე­ბუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი და მო­შო­რე­ბით გა­და­ის­რო­ლა.

უტი­არ-პრა­დე­შის შტა­ტის ქა­ლაქ ბა­რე­ი­ლი­ში მცხოვ­რე­ბი ნა­ნ­ჰე მიია სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა. დრა­მა­ტულ ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ ცდი­ლობს მა­მა­კა­ცი თო­კით და­ა­მაგ­როს სახ­ლის თუ­ნუ­ქის კონ­სტრუქ­ცია, თუმ­ცა ქა­რის ძლი­ერ­მა ნა­კად­მა სა­ხუ­რა­ვი ჰა­ერ­ში აი­ტა­ცა, მიია კი მას­თან ერ­თად ცაში აღ­მოჩ­ნდა.

“და­ახ­ლო­ე­ბით 10-12 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე ვი­ყა­ვი. არც კი ვიცი, სად და­ვე­ცი. მი­ნი­მუმ 15 მეტ­რის მო­შო­რე­ბით აღ­მოვ­ჩნდი” – იხ­სე­ნებს მიია სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­წო­ლი­დან.

მას­შტა­ბუ­რი ნგრე­ვა და მსხვერ­პლი

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მტვრის ქა­რიშ­ხალ­მა, თავ­სხმა წვი­მამ და მეხ­მა ჩრდი­ლო­ეთ ინ­დო­ეთ­ში სახ­ლე­ბი და ნა­გე­ბო­ბე­ბი მი­წას­თან გა­ას­წო­რა. მხო­ლოდ უტი­არ-პრა­დე­შის შტატ­ში, გა­სულ ოთხშა­ბათს ღა­მით, სტი­ქი­ის შე­დე­გად 50 -ზე მეტი და­შა­ვე­ბუ­ლი და ათე­უ­ლო­ბით და­ღუ­პუ­ლია. სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი წაქ­ცე­უ­ლი ხე­ე­ბი, ჩა­მონ­გრე­უ­ლი კედ­ლე­ბი და მე­ხის და­ცე­მა გახ­და. სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბი ამ­წე­ე­ბი­სა და ელექტრო­ხერ­ხე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გზე­ბი­სა და სარ­კი­ნიგ­ზო მა­გის­ტრა­ლე­ბის გაწ­მენ­დას ცდი­ლო­ბენ.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გან­ცხა­დე­ბით, “შტორ­მი მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ი­წყო, ცა რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სრუ­ლი­ად დაბ­ნელ­და. თუ­ნუ­ქის სა­ხუ­რა­ვე­ბი კი ჰა­ერ­ში დაფ­რი­ნავ­და, რო­დე­საც კედ­ლებ­მა ზან­ზა­რი და­ი­წყო, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი შე­ნო­ბე­ბი­დან გა­რეთ გა­მოც­ვივ­და”.

შტა­ტის მთა­ვარ­მა მი­ნის­ტრმა, იოგი ადი­ტი­ა­ნატ­მას გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, და­ზა­რა­ლე­ბულ ოჯა­ხებს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ე­წე­ვათ ფი­ნან­სუ­რი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა.

წყა­რო