ვენეციის 61-ე ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონის გახსნას საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი დაესწრო

ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე, ვენეციის 61-ე ბიენალეზე, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა პროექტით „თანამედროვე არგონავტები – საქართველოს გზაჯვარედინი“.

საქართველოს ეროვნული პავილიონი კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ გახსნა. საქართველოს ეროვნულ პავილიონს ქართველი და უცხოელი 17 ხელოვანი წარმოადგენს. პავილიონის კურატორი და კომისარია შალვა ხახანაშვილი, ხოლო კურატორი – ნინო მეტრეველი.

პავილიონის გახსნას საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი თამარ ლილუაშვილი და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცნობისათვის, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა – „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა პარმის სამეფო თეატრში გაიმართა.