მედია: “ოცნება” შაიშმელაშვილის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის საკითხზე შტატებისგან განმარტებას ითხოვს

პოლიტიკური თავშესაფარი გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს – შტატებისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს.

მემგონი შეერთებულმა შტატებმა უნდა ახსნას, თუ ეს ასე არის – უთხრა დღეს ჟურნალისტებს პარლამენტსი თავმჯდომარემ.

“ოცნების” ლიდერმა დღეს ერთ დროს მისი გუნდის მაღალჩინოსანი “კრიმინალად” მოიხსენია და თქვა, რომ თუ რომელიმე ქვეყანას სურს “კრიმინალი თავისთან ჰყავდეს, ეს იმ ქვეყნის არჩევანია”.

მე ავხსნა? მემგონი შეერთებულმა შტატებმა უნდა ახსნას, თუ ეს ასე არის. არვიცი ეს ასე არის თუ არ არის, ეს მას არ უთქვამს. ჩვენ ვეძებთ ჩვენს კრიმინალებს. რაც უფრო მალე მივწვდებით და რაც უფრო მალე მოხვდებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მით უფრო კარგი. სხვას თუ უნდა რომ ვინმე კრიმინალი თავისთან ჰყავდეს, ესეც იმ ქვეყნის არჩევანია. აგერ უკრაინას ხელისუფლებაში ჰყავს ქართველი კრიმინალები ადეიშვილის და გია ლორთქიფანიძის სახით. მოთმინებით ველოდოთ მიხეილ სააკაშვილს და იცით, რომ ის ახლა იხდის სასჯელს”, – ამბობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის“ ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა – ინფორმაცია “პირველების” ეთერში პარტიის “სამართლიანობისთვის” ლიდერმა, იურისტმა ეკა ბესელიამ გაავრცელა.

ადვოკატი ამბობს, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება იმის დადასტურებაა, რომ ყოფილ ძალოვანზე, ვინც სისტემა ამხილა, საქართველოში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდა.