სამოქალაქო აქტივისტი კახა ჯაფარიძე:
გიორგი ვაშაძე ერთ-ერთ მეტროსთან ინტერვიუს აძლევს და ჰოი საოცრებავ.
მაინცდამაინც ამ დროს, ჩნდება უარგუმენტო ტიპი და იწყებს გინებას.
ტვ იმედს შეუძლია საზეიმოდ ატრიალოს ეს ქუჩური სიბინძურე, იამაყოს როცა ოპონენტს ვინმე ქუჩაში აგინებს, ისედაც ხომ ვიცით, მათი ამოცანაა, ქართველები ერთმანეთს დააპირისპირონ და ზიზღი დათესონ.
მეორე მხრივ კი, იმავე სივრცეში საზეიმოდ გვილოცავენ ახალი პატრიარქის არჩევას და თავს წარმოგვიდგენენ „ტრადიციების“ და „ჭეშმარიტი ქრისტიანული ძალის“ დამცველებად.
აქ უნდა დაისვას კითხვა ნებისმიერი მორწმუნე და მოაზროვნე ქართველისთვის, როგორ შეიძლება იყო „ქრისტიანული ძალა“, როცა შენი იარაღი ზიზღი, ბოღმა, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვაა?
სახარება ამბობს: „პირიდან ის გამოდის, რითაც სავსეა გული“. ხომ წარმოუდგენელია იყო ქრისტიანი, დილით ტელევიზიით ქუჩაში გინებას აპრავებდე და საღამოს ეკლესიას ეფარებოდე.




