აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საკმარისი ხმები შეაგროვეს, რათა კენჭისყრაზე გაიტანონ უკრაინის დახმარების საკითხი. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
პეტიციას 218 კონგრესმენის ხელმოწერა სჭირდებოდა.
კალიფორნიის წარმომადგენელმა, კევინ კაილიმ 13 მაისს მოაწერა დოკუმენტს ხელი და, შესაბამისად, პეტიციამ საკმარისი ხმები მოიპოვა, რათა წარმომადგენელთა პალატას კენჭისყრა აიძულოს, რომელიც სავარაუდოდ ივნისის დასაწყისში გაიმართება.
მედიის თანახმად, პეტიცია, რომელმაც 218 ხმა მოიპოვა, წარმომადგენელთა პალატას კენჭისყრის გამართვის საშუალებას აძლევს, თუნდაც მის წინააღმდეგ სპიკერი მაიკ ჯონსონი გამოიდოდეს, რომელიც დღის წესრიგს განსაზღვრავს.
ცნობისთვის, უკრაინის დახმარების კანონპროექტი სამ ნაწილადაა გაყოფილი. პირველი ნაწილი უკრაინისა და ნატო-ს მხარდაჭერას ადასტურებს და უკრაინის აღდგენაში დახმარების ზომებს მოიცავს (კერძოდ, უკრაინის აღდგენის საკითხებში სპეციალური კოორდინატორის თანამდებობის შექმნას).
მეორე , 1 მილაირდ დოლარზე მეტის გამოყოფას კიევისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარებისთვის, 8 მილიარდ დოლარამდე დამატებით დახმარებას პირდაპირი სესხების სახით.
მესამე – რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციებისა და საექსპორტო კონტროლის შემოღებას, კერძოდ კი საფინანსო დაწესებულებების, ნავთობისა და სამთომოპოვებით მრეწველობებისა, და რუსი ჩინოსნების წინააღმდეგ.




