: საფრანგეთში მიღებული რეზოლუცია არის ძალიან მტკივნეული “ოცნებისთვის

“საფრანგეთში მიღებული რეზოლუცია არის ძალიან მტკივნეული “ოცნებისთვის” – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა და საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ დამტკიცებულ რეზოლუციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს საკუთარი ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ მათ აქვთ რესურსი, გადატვირთონ ურთიერთობები დასავლეთთან, ხოლო საფრანგეთის მიერ მიღებული რეზოლუცია ივანიშვილის რეჟიმს ტყუილში ამხელს.

აღნიშნავს, რომ მიღებული რეზოლუცია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს.

მე ვფიქრობ, რომ ეს რეზოლუცია, რომელიც მიღებული იქნა საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში, პირველ რიგში, არის ძალიან მტკივნეული “ქართული ოცნებისთვის” ამ მოცემულ მომენტში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ძალიან აქტიურად ცდილობენ დაარწმუნონ საკუთარი ამომრჩეველი, რომ მათ აქვთ რაღაცა რესურსი, გადატვირთონ ურთიერთობები დასავლეთთან, აგრძელებენ მოტყუებას საზოგადოების, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგი არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპასთან ურთიერთობების, ასე ვთქვათ, ჩამოშლაში მე ვიტყოდი არანაირი წვლილი არ მიუძღვის ივანიშვილის რეჟიმს. როდესაც მსგავს რეზოლუციას იღებს საფრანგეთი, ის ქვეყანა რომლის მოქალაქეც არის მათ შორის , ეს არის პირდაპირ, პირველ რიგში, მხილება “ქართული ოცნების” ტყუილის და ტყუილი პროპაგანდის და დინამიკა, რომელიც იქმნება ევროპასთან ურთიერთობებში , აბსოლუტურად საწინააღმდეგოა იმ ამოცანის, რომელიც ივანიშვილმა დაუყენა საკუთარ ქვეშევრდომებს, მე გუნდს ვერ დავარქმევ ამას, მას ჰყავს ქვეშევრდომები, რომლებსაც ჩემი აზრით, ივანიშვილი სთხოვს ორ რამეს, რომ – ისე რომ არაფერი არ შეიცვალოს საქართველოში, გაგრძელდეს ავტოკრატიული განვითარების გზით სიარული, გაგრძელდეს ევროპული პოლიტიკური ინსტიტუციების ლანძღვა და ამის პარალელურად, მოხდეს ივანიშვილის ამოღება რუსეთის მოკავშირეების სიიდან, თუ მასზე როგორც მინიმუმ შემდგომი წნეხის შემცირება. ამ დავალებას, რა თქმა უნდა, რომ ვერავინ ვერ შეუსრულებს მას იმიტომ, რომ ეს არის ბუნებრივად შეუძლებელი და ამ რეზოლუციამ ეს ძალიან ნათელი გახადა და სწორედ ამიტომ ანერვიულდა ესე ძალიან “ქართული ოცნება”.

გარდა ამისა, ცხადია, რომ ეს იქნება ძალიან დიდი დინამიკის ცვლილება, თუ უკვე საფრანგეთი გადაწყვეტს, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში მიიღოს სანქციები ოლიგარქის წინააღმდეგ იმიტომ, რომ ამას მიჰყვება ჯაჭვური რეაქცია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა – რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა და 28 კი წინააღმდეგი იყო.  დოკუმენტის ავტორი, რომელიც საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, თავის პარტნიორებთან ერთად ევროკავშირში, განიხილოს ინდივიდუალური სანქციების დაწესება “ქართული ოცნების” წევრებისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გუნდის წევრი კონსტანს ლე გრიპია.

რეზოლუცია “გმობს საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ მიმართულებას, ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, შეზღუდვებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე, და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას.” რეზოლუციაში ფრანგი დეპუტატები ივანიშვილის გუნდის წევრებისთვის არა

მხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას, არამედ აქტივების გაყინვასაც ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“გახარია საქართველოსთვის” – რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ მიმართული პროცესი აქტიურ და უკიდურესად საშიშ ფაზაშია გადასული – მოვუწოდებთ “ოცნებას”, გამოვიდეს დანაშაულებრივი დუმილისა და უმოქმედობის რეჟიმიდან, მოახდინოს მკაფიო რეაგირება