ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი – რუსეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის მზად უნდა ვიყოთ

რუსეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის მზად უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ შესაძლებლობისთვის, რომ რუსეთმა შესაძლოა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საპასუხოდ თავისი გეგმები გადააფასოს იმასთან დაკავშირებით, თუ სად განათავსებს თავის ძალებს“, – განაცხადა ბიორნ არილდ გრამმა.
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთში დემოკრატია განადგურდა და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც კი რუსეთის მხრიდან საფრთხე იარსებებს.
„იმ რამდენიმე რუსს, ვინც პროტესტის გამოხატვას ბედავს, ან ციხეში აგდებენ ან ომში აგზავნიან. არ არსებობს ოპოზიცია, არ არის პრესის თავისუფლება, არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც მზარდი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის საწინააღმდეგო ძალის წარმოდგენის უფლება აქვს “, – აღნიშნა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა