სადაზღვევო კომპანია ალდაგი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის – Tbilisi Art Fair (TAF) – ოფიციალური მზღვეველი და პარტნიორია. რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სახელოვნებო სცენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ალდაგის მიერ სრულად იქნება დაზღვეული.თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა 21-24 მაისს ექსპოჯრჯიას ორგანიზებით და სოლოს მხარდაჭერით ექსპოჯორჯიაში გაიმართება, რომელიც მსოფლიოს 8 ქვეყნიდან 32 გალერეას და 50-მდე დამოუკიდებელ არტისტს გააერთიანებს, რომელთა შორის არიან Pentti Sammallahti, Masao Yamamoto, Kristoffer Albrecht და სხვები.ამ პროექტით ალდაგი აგრძელებს სახელოვნებო სფეროს მხარდაჭერას და კოლექციონერებსა თუ სახელოვნებო სივრცეებს ნამუშევრების დაზღვევის სპეციალიზებულ მომსახურებას სთავაზობს.“საერთაშორისო სტანდარტების სადაზღვევო მომსახურება ხელოვნების ტრანსპორტირებისა და ექსპონირების პროცესში, ხელს უწყობს სფეროს მდგრადობას და ქმნის საიმედო გარემოს ხელოვნების ნიმუშების უსაფრთხოებისთვის. ჩვენთვის, როგორც მთავარი მზღვეველისა და პარტნიორისთვის, Tbilisi Art Fair-ის მხარდაჭერა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რადგან გვესმის, რომ ხელოვნება განსაკუთრებულ დაცვას და ზრუნვას საჭიროებს. გვჯერა, რომ დაზღვევის ჩვენს მიერ შექმნილი გამოცდილება, ხელს შეუწყობს სახელოვნებო სფეროს განვითარებას,”- აცხადებენ ალდაგში.გამოფენა-გაყიდვა მეხუთე წელია ტარდება და წელსაც დატვირთულია კურატორული პროექტებითა და დისკუსიებით. პავილიონებში წარმოდგენილი იქნება ლევან მინდიაშვილის მულტიფუნქციური ინსტალაცია „ყვარლის დედაბოძი“, VA[A]DS-ის კურსდამთავრებულთა გამოფენა „Human Acts“, საერთაშორისო ფოტოპროექტი „Commonplaces“ და საბჭოთა ქართული დიზაინის კვლევა „ALL THAT MATERIAL CULTURE“.Tbilisi Art Fair 2026-ის ოფიციალური გახსნა 21 მაისს შედგება. ბაზრობა ვიზიტორებს 24 მაისის ჩათვლით, ყოველდღე 12:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.
