სამების საკათედრო ტაძარში ეკლესიის გაფართოებულ კრებას, სადაც ახალ კათალიკოზს ირჩევენ, საერო პირებიც ესწრებიან.
სამების საკათედრო ტაძარში მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება მიმდინარეობას, სადაც კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევენ.
ვინ მონაწილეობს?
სინოდის წევრები – სულ 39 მღვდელმთავარი. სწორედ ისინი იღებენ უშუალო მონაწილეობას ხმის მიცემის პროცესში.
დელეგატები – 1200-მდე პირი მცხეთა-თბილისისა და სხვა ეპარქიებიდან. ისინი კრებას ესწრებიან წინასწარ შედგენილი სპეციალური სიების საფუძველზე (შესვლა ხდება პირადობის მოწმობების გადამოწმებით). მათ ხმის უფლება არ აქვთ.
კანდიდატები – პატრიარქობის სამი კანდიდატი — მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
ხმის დამთვლელი კომისია – კომისიას თავმჯდომარეობს მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე (ის აცხადებს კენჭისყრის შედეგებს).
ფოტო: ქეთევან ხუციშვილი | ნეტგაზეთი







