მეუფე ზენონმა გაფართოებულ სხდომამდე ლექსი წაიკითხა, სადაც “ღალატზე” და რუსეთზეა საუბარი (ვიდეო)

ყველა თავისი სინდისით ირჩევს საქართველოს ეკლესიის მომავალს – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსა, ზენონ იარაჯულმა, გაფართოებული კრების დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.

სინოდის წევრს მედიამ ინგა გრიგოლიას რეაქციაში გაკეთებულ განცხადებებზე ჰკითხა, სადაც მაღალი იერარქი ეკლესიაში ჩარევებზე საუბრობდა, თუმცა ეპისკოპოსმა პასუხის გაცემა ლექსად იურვა. ლექსში ღალატზეა საუბარი, ნახსენებია რუსეთიც.

„არაფერი მაქვს სათქმელი, ახლა არსი და ყველა თავისი სინდისით ირჩევს საქართველოს პატრიარქს. ჩემი პოზიცია პოზიციაზე რჩება. მე შემიძლია გიპასუხოთ ერთი ლექსით:

იამბე ციხის ნაშალო,

რა დრო გაქვს გამავლილიო,

ან ვისგან ანაგები ხარ,

ან ვისგან ჩამოშლილიო.

ერთ სიტყვაი თქვა ციხემა,

ძალიან გასაკვირიო:

გამტეხა შიგნით ღალატმა,

ჯერაც ამაზე ვტირიო.

რად მაირიეთ იღბალი,

იმ რუსის ხელმწიფისანი,

მას სთხოვეთ,

მარიგეს ღმერთსა,

სისხლახვეწილი გმირთანი“.

ჟამთა უთვლელი მყინვარწვერის ფერდობზე აღმართულმა გერგეთის წმინდა სამებამ დაიფაროს საქართველო“, – განაცხადა მეუფე ზენონმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ “ტვ პირველის” ეთერში, ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა, მეუფე ზენომა მეუფე კანდიტების არჩევის პროცესში ჩარევაზე ისაუბრა, თქვა, რომ კონკრეტული ბიზნესმენები  რამდენიმე მღვდელმთავარს შეხვდნენ და მეუფე შიოსთვის ხმის მიცემა სთხოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ: თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას

სააპელაციო სასამართლომ ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და ირაკლი მიმინოშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა