Politico-ს ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტში შესაძლოა რუს დიპლომატებს მოგზაურობები შეეზღუდოთ.
ინფორმაციას გამოცემა ევროკავშირის ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული შეზღუდვის დაწესება ჩეხეთის მოთხოვნაა.
Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცება 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზეა დაგეგმილი.