საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი , პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და მთავრობის წევრებთან ერთად, ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ გალაკონცერტს დაესწრო, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენა ქართული ღვინის კულტურისა და მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის წარმოჩენას ისახავდა მიზნად.

გალაკონცერტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა და მას პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობების, ბიზნესის წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ქადაგიძე: რეგიონებში დავიწყეთ “ხალხის ძალის” ოფისების მომზადება. ჩავდივართ და ვხვდებით ჩვენს ფრაქციებსა და ამომრჩეველს. ვაპირებთ, ჩამოვაყალიბოთ რეგიონული ინფრასტრუქტურა და პარტიული აპარატი

მამუკა მდინარაძე დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე – ეს არის თემა, რომელიც არა პროტესტით, არა ისედაც ძალიან განერვიულებული მშობლის წაქეზებით და არა პიარ-კამპანიებით, არამედ პროფესიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს