“როდესაც ძალიან გაუჭირდება “ოცნებას” მაგ დროს ჩანიშნავს არჩევნებს” – ამის შესახებ მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის შვილმა, ლექსო ბურჭულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ფაქტია, რომ “ოცნებას” სჭირდება ლეგიტიმაცია და ექნებათ მცდელობა, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვონ.
ლექსო ბურჭულაძე აღნიშნავს, რომ თუ “ქართული ოცნება” დღევანდელი პირობებით ჩაატარებს არჩევნებს, საზოგადოებას დამადასტურებელი ფაქტები ვეღარ ექნება, რომ არცევნები გაყალბდა.
არჩევნებს რაც შეეხება, ფაქტია, რომ “ოცნებას” სჭირდება ლეგიტიმაცია, ამის გარეშე მოწყვეტილი არიან დასავლურ სამყაროს… მცდელობა, რასაკვირველია, ექნებათ, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვონ, მაგრამ ძალიან რთული იქნება იმიტომ, რომ დღევანდელ დღეს, ყველამ ვიცით, კვლევების მიხედვითაც რამდენი პროცენტი აქვთ და მოუწევთ ისევ გაყალბება.
უბრალოდ სხვაობა რა არის წინა არჩევნებს და ამ არჩევნებს შორის, რომ თუ წინა არჩევნებზე გვქონდა ვიდეო-ფოტო მასალის გადაღების უფლება და დაკვირვების უფლებაც წაართვეს დამკვირვებელს. თუ 2024წლის არჩევნებში მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად გვიპირისპირდებოდნენ “ოცნების” კომისიის წევრები, ცესკო-ს კომისიის წევრები, მაგრამ მაინც შევძელით და გამოვიტანეთ დამამტკიცებელი მასალა, ახლა რომ დღევანდელი პირობებით ჩატარდეს, უბრალოდ უნდა ვილაპარაკოთ რომ გაყალბდა, რომელიც რეალურად გაყალბდება, მაგრამ დამადასტურებელი აღარ გვექნება იმიტომ, რომ აკრძალული არის ყველაფერი.




