“წელს აუცილებლად დანიშნავს ივანიშვილი არჩევნებს” – ამის შესახებ გდდ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი შაიშმელაშილმა თეა ადეიშვილის “დღის ამბებში” განაცხადა.
მისი თქმით, “ქართულ ოცნებაში” თვლიან, რომ თუ არჩევნებს ჩაატარებენ, გააყალბებენ და საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებენ, ამით ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდან აღიარებას მოიპოვებენ.
ირაკლი შაიშმელაშვილმა აღნიშნა, რომ “ოცნება” ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობს, რის გამოც დააკავეს ლევან ხაბეიშვილზე, ზვიად მაისაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით სამი ყოფილი, ერთი მოქმედი სეპცრაზმელი და ასევე შსს-ს დაცვის თანამშრომელი.
სიტუაციის ნორმალიზების მცდელობის ამ პროცესში, ცდილობენ რომ დაანახონ პარტნიორებს იმიტომ, რომ ესენი ახლა გახდნენ პარტნიორები ისევე, როგორც ახლა გახდა გმირი ზელენსკი და კლოუნი აღარ არის. ამათ ხომ არ აქვთ არანაირი არც პასუხისმგებლობის, არც სინდისის, არც მორალის, არაფრის განცდა არ აქვთ ამ ადამიანებს. ისე შეუძლიათ თავიანთი გადაფურთხებული ივანიშვილმა აალოკინოს, რომ ერთი წუთი წარბს არ შეიხრიან. მათ შორის აშშ-სთან ცდილობენ ურთიერთობის ნორმალიზებას, ევროპასთანაც და ა.შ. და ამიტომ მგონია, რომ ეს საქმეები ამიტომ არის გამოგდებული.
მეორე, ესენი აქტიურად ემზადებიან არჩევნებისთვის. დამიჯერეთ, წელს აუცილებლად დანიშნავს ივანიშვილი არჩევნებს და ეს მასკარადი არის იმ სუპიხვრეპია ბაბლისთვის, რომელსაც არ აქვს ანალიზის უნარი, რომელთაც არ შეუძლიათ სიტუაციების შეფასება და სწორი დასკვნების გამოტანა. […]
ივანიშვილი შეიძლება იყოს ბოროტი, მაგრამ ძალიან თანმიმდევრულად, დალაგებულად, გეგმაზომიერად მიჰყავს საქართველო რუსეთში. სპონტანურად არ იღებენ გადაწყვეტილებებს.
თვლიან და ჰგონიათ, რომ თუკი ამ არჩევნებს ჩაატარებენ, ისევ გააყალბებენ და გაიწერენ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან მოიპოვონ აღიარება,” – განაცხადა ირაკლი შაიშმელაშილმა.




