ეკა წამალაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
ღობეზე გია გაჩეჩილაძე გადახტა 2009 წელს და ამის გამო არავის დაუკავებია. არათუ გადახტა, აქცია მიაყენა პოლიციის სამართველოს, აგრესიულად იქცეოდნენ, ღობეს ეჯაჯგურნენ და რა არ ქნეს.
შალვა რამიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის კერძო საკუთრებაში ვიდეოკამერით შეიპარა. ეს ნამდვილად მოხდა ყვარელში. ნახევარი საათი დაბოდიალობდა იქ, რაღაცეებს იღებდა, სტუმრები ირეოდნენ და გვიან შეამჩნიეს. დაცვამ რომ მოკიდა ხელი, მანქანაში ჩასვა და გამოიყვანა, მერე ერთი ამბავი ატეხა – ცოტა ხნით კამერა ჩამომართვეს და ჩანაწერები წამიშალესო; ცხადია, არ დაუკავებიათ.
ქოცების “ხელისუფლების” “სამართალმა” 7 წელი მიუსაჯა : მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძე “სასახლის ღობის საქმით.” “მშვიდობიანი დამხობის” მოწოდებებისთვის და მათ მიერ ათონელის რეზიდენციისკენ ხალხის დაძვრისას, წინასწარ მორღვეული ღობის გადაქცევისთვის. ასეთია ქოცობა. ქოცების დაუნდობლობა და სისატიკე მხოლოდ მათი სილაჩრის და სისუსტის მაჩვენებლია.
პ.ს. რეჟიმთან მკვეთრად დაპირისპირებული ვინმე ჟურნალისტი ან აქტივისტი ივანიშვილის აბასთუმნის რეზიდენციაში რომ შეიპაროს, ზვიგენებთან ჩაგდებას თუ გადაურჩა, ციხეში მრავალი წლით გამოკეტავენ.





