გიორგი რომელაშვილი: ეს ბიჭი ფრიდონ ბუბუტეიშვილია, 2 წელია სამარტოო საკანშია და კიდევ 3 წელი ელის იგივე

გიორგი რომელაშვილი:

ალბათ წიგნებში და ფილმებში თუ წარმოვიდგენდი ასეთ რამეს ოდესმე, მაგრამ საკუთარ თავზე გამომაცდევინა ცხოვრებამ

არასოდეს შევხვედრივართ ერთმანეთს, მაგრამ გავიცანი როგორც რეჟიმის ტყვე და ახლა ის არის ჩემი ძმაც, მეგობარიც და ყველაფერი, ჩემი პირადი მიზეზი გახდა ეს ბიჭი რის გამოც არ გავჩერდები და ციხის კარებთან დაველოდები სანამ თავისუფლებას არ ნახავს.

ეს ბიჭი ფრიდონ ბუბუტეიშვილია, დღეს მისი დაპატიმრებიდან 2 წელი გავიდა, დღემდე სამარტოო საკანშია და კიდევ 3 წელი ელის იგივე

კაცმა არ იცის რისთვის შეუკერეს საქმე, რა დააშავა და რისთვის გამოუტანა სასამართლომ ამხელა მსჯავრი, მოვა დრო და უკლებლივ ყველა დაისჯება ვინც ამ ბიჭს საქმე შეუკერა, დაემუქრა და დაატერორა, ყველა გასამართლდება და იმაზე მკაცრ სასჯელს მიიღებს ვიდრე მას მიუსაჯეს

თავისუფლება ჩემს ძმას, მეგობარსა და მოტივაციას ფრიდონ ბუბუტეიშვილს

2 დღეში კიდევ დავპოსტავ მასზე, 22 წლის ხდება 10 მაისს