კვლევით დადგინდა, რომ მცენარეები წვიმის წვეთების ხმაზე რეაგირებენ
ფოტო: sbayram/iStock/Getty Images
3
წაკითხვა
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ახალი კვლევის თანახმად, მცენარის თესლები წვიმის წვეთების დაცემისას წარმოქმნილ ვიბრაციებს “გრძნობენ”, რაზეც მოსვენების მდგომარეობიდან გამოსვლით რეაგირებენ.
ცნობილია, რომ ადამიანებზე წვიმა სულ სხვანაირად ზემოქმედებს: გვთენთავს და ძილს გვანდომებს. ბრინჯის მარცვლების შემთხვევაში ეს პირიქით აღმოჩნდა. ეს პირველი პირდაპირი მტკიცებულებაა საიმისოდ, რომ მარცვლებსა და ჩითილებს ბუნების ხმის შეგრძნება და მასზე რეაგირება შეუძლიათ.
რასაკვირველია, მცენარეებს ცხოველების მსგავსი სმენის ორგანოები არ აქვთ.
მკვლევრებმა რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ ფარგლებში ბრინჯის 8000-მდე თესლი წყალში, დაახლოებით 3 სანტიმეტრის სიღრმეზე მოათავსეს. ზოგ მათგანს 6 დღის განმავლობაში წვიმის წვეთების ხმა “მოასმენინეს”.
მეცნიერებმა უზრუნველყვეს, რომ თითოეული წვეთის სიმაღლე და ზომა განსხვავებული ყოფილიყო, რათა ნამდვილი წვიმის ეფექტი შენარჩუნებულიყო. გარდა ამისა, ისინი ამ დროის განმავლობაში თესლების მდებარეობას აქტიურად ცვლიდნენ, რათა განესაზღვრათ, თუ რა გავლენას ახდენს სიღრმე და მანძილი აღმოცენების პროცესზე.
წვეთების მიერ წარმოქმნილი ბგერითი ვიბრაციები ჰიდროფონით ჩაიწერეს, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ეს ვიბრაციები რეალური წვეთების მიერ წარმოქმნილს ძალიან ჰგავდა.
მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ის თესლები, რომლებმაც წვეთების ხმა “გაიგონეს”, 37%-ით უფრო სწრაფად აღმოცენდნენ. ამ ადაპტაციას, სავარაუდოდ, სტატოლითებს უნდა ვუმადლოდეთ. ეს გრავიტაციის აღმქმელი ორგანოიდებია. ეს მცენარეებს გრავიტროპიზმს (გრავიტაციული მიმართულების აღქმის უნარს) ანიჭებს, რაც ფესვების ქვედა მიმართულებით და ღივების ზედა მიმართულებით ზრდას უწყობს ხელს. მართლაც, აღმოცენების მაჩვენებლის ზრდა ყველაზე მეტად იმ თესლებში შენიშნეს, რომლებიც წვეთებთან ყველაზე ახლოს იყვნენ მოთავსებულნი.
ზოგადად, ბგერითი ვიბრაციები ყველაზე მეტად წყალქვეშაა გამოკვეთილი. წყალი ჰაერზე უფრო მკვრივია, ამიტომ წნევის ტალღები უფრო მარტივად ვრცელდება. სწორედ ამის გამო ისმის წვიმის წვეთების ხმა წყალქვეშ უფრო ხმამაღლა.
მკვლევრების აზრით, გარემოდან წამოსულ ხმაზე სხვა მცენარეების თესლებიც ანალოგიურად რეაგირებს. კვლევის ფარგლებში ბრინჯის თესლებზე იმიტომ შეჯერდნენ, რომ ეს მცენარე გრავიტროპიზმის მხრივ მცენარეების უმრავლესობას ძალიან ჰგავს. გარდა ამისა, ბრინჯი წყალქვეშ მოწყობილ გარემოშიც იზრდება, ამიტომ ამგვარ ექსპერიმენტში მისი გამოყენება განსაკუთრებით მარტივი აღმოჩნდა.
ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა კლიტორის სრული ნერვული ქსელი 3D-ში ასახეს13074 ნახვა
კვლევის თანახმად, მარსამდე მისასვლელად უფრო მოკლე გზაც არსებობს5249 ნახვა
მარსის ორი “სახე” — ორმა მავალმა პლანეტის სხვადასხვა რეგიონში 360°-იანი პანორამა გადაიღო1281 ნახვა
ბოლო 100 წელიწადში ადამიანის თავის ქალა მნიშვნელოვნად შეიცვალა1237 ნახვა
ისტორიაში პირველად, ვების ტელესკოპმა ეგზოპლანეტის ზედაპირი პირდაპირ შეისწავლა988 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
NASA-ს მარსმავალი ქვაში გაიჭედა — პრობლემა 334 მლნ. კილომეტრი დისტანციიდან მოაგვარეს
NASA-ს მარსმავალი ქვაში გაიჭედა — პრობლემა 334 მლნ. კილომეტრი დისტანციიდან მოაგვარეს
გადახედვა
Paleo
კვლევის თანახმად, დინოზავრები იმაზე 10 მილიონი წლით ადრე წარმოიშვნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა
კვლევის თანახმად, დინოზავრები იმაზე 10 მილიონი წლით ადრე წარმოიშვნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა
გადახედვა
კოსმოსი
მოულოდნელი აღმოჩენა — გამოავლინეს ადრეული გალაქტიკა, რომელიც არ ბრუნავს
მოულოდნელი აღმოჩენა — გამოავლინეს ადრეული გალაქტიკა, რომელიც არ ბრუნავს
გადახედვა
დედამიწა
NASA-ს სატელიტური გამოსახულების თანახმად, მეხიკო ძალიან სწრაფად იძირება
NASA-ს სატელიტური გამოსახულების თანახმად, მეხიკო ძალიან სწრაფად იძირება
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
შესაძლოა, ხელოვნურმა ინტელექტმა მათემატიკის 60-წლიანი ჰიპოთეზა დაამტკიცა
შესაძლოა, ხელოვნურმა ინტელექტმა მათემატიკის 60-წლიანი ჰიპოთეზა დაამტკიცა
გადახედვა
Sci-Tech
პლუტონის მიღმა არსებული პატარა ობიექტის გარშემო ატმოსფერო დააფიქსირეს
პლუტონის მიღმა არსებული პატარა ობიექტის გარშემო ატმოსფერო დააფიქსირეს
Sci-Tech
“ჰაკერი” თუ ციფრული სამყაროს არქიტექტორი?
“ჰაკერი” თუ ციფრული სამყაროს არქიტექტორი?
გადახედვა
კოსმოსი
მთვარის პროგრამის მისია Artemis 3 დაგეგმილზე გვიან განხორციელდება
მთვარის პროგრამის მისია Artemis 3 დაგეგმილზე გვიან განხორციელდება
გადახედვა
კოსმოსი
ასტრონომებმა 10 000 ახალი შესაძლო ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
ასტრონომებმა 10 000 ახალი შესაძლო ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
გადახედვა
ჭკვიანი მოწყობილობები
შექმნეს ყურსასმენი, რომელიც მომხმარებლის ტვინის სიგნალებს კითხულობს
შექმნეს ყურსასმენი, რომელიც მომხმარებლის ტვინის სიგნალებს კითხულობს