მსოფლიო ჩემპიონატს მონობაში ახალი გამარჯვებული ყავს – ღარიბაშვილის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი! ისეთი თქვა, მონობის ქრონიკებს რომ წერდეს რომელიმე ცნობილი მწერალი, ფანტაზია არ ეყოფოდა ამის მოსაფიქრებლად:
“ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ მორიგ ანტიქართულ ანგარიშში ირაკლის შეყვანა და მოხსენიება არის ფარისევლური, ყალბი და მიზანმიმართულად პროვოკაციული ნაბიჯი, რაც აშკარად რადიკალურ-ექსტრემისტული ოპოზიციის ლობიზმის შედეგია.
მათი ეს პრიმიტიული, მაგრამ ბინძური პროვოკაცია გათვლილია ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში, მათთვის სასარგებლო ყალბი სპეკულაციების გასაჩენად, ინტრიგის შემოსატანად და დეზინფორმაციის გასავრცელებლად.
ირაკლისთვის საქართველოა უპირველეს ყოვლისა! შესაბამისად, არაფერში ჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა”, “შეშფოთება” და “წუხილი”…!”




