რუსეთის მუქარის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნები კიევიდან დიპლომატებს არ გაიყვანენ

რუსეთის მუქარის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნები კიევიდან დიპლომატიური მისიების გაყვანას არ აპირებენ. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, ანუარ ელ-ანუნიმ ისაუბრა.

სპიკერის თქმით, რუსეთი კვლავ ცდილობს საკუთარი “დაპყრობითი ომის” ბრალი უკრაინაზე გადაიტანოს.

“რუსეთის იერიშები, სამწუხაროდ, კიევში ყოვლედღიური რეალობაა… ბოლო წლებში რუსეთმა საკუთარი უპასუხისმგებლო იერიშებით უკვე მიაყენა ზიანი რამდენიმე დიპლომატიურ წარმომადგენლობას კიევში, მათ შორის ევროკავშირის დელეგაციას.” – თქვა ევროკომისიის სპიკერმა.

აქამდე რუსეთმა კიევზე მასობრივი იერიშების შესაძლებლობის გამო დიპლომატებს უკრაინის დედაქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა. რუსეთი კიევზე მასობრივი სარაკეტო იერიშებით იმუქრება, თუ უკრაინა 9 მაისის აღლუმის “ჩაშლას” შეეცდება.

4 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 8-9 მაისს, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, გამოცხადდებოდა ზავი “გამარჯვების დღის აღნიშვნის საპატივცემულოდ”. იმუქრებოდნენ, რომ ამ ცალმხრივი ზავის დარღვევის შემთხვევაში რუსეთი კიევის ცენტრზე მასირებულ სარაკეტო იერიშებს მიიტანდა. საპასუხოდ ზელენსკიმ 6 მაისის ღამიდან “სიმშვიდის რეჟიმი” გამოაცხადა. 6 მაისის დადგომიდან მცირე ხნის შემდეგ რუსეთმა შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტა დაარღვია და უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით იერიშები მიიტანა.

წელს რუსეთი აღლუმზე სამხედრო ტექნიკის გამოყვანას არ აპირებს, რაც გასულ წლებში არ მომხდარა. ასევე, ბოლო წლებში კრემლმა პირველად არ დაპატიჟა პარტნიორი ქვეყნების ლიდერები. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 8-9 მაისს მოსკოვში ინტერნეტი სრულად გაითიშება.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია