დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსის, ზენონ იარაჯულის განცხადებას, რომელმაც ინგა გრიგოლიას “რეაქციაში“ განაცხადა, რომ “საპატრიარქოში არაფორმალური ე.წ. „ენდემოსას სინოდი“ არსებობს.“
მისი თქმით, სრულიად არაკორექტული იყო მსგავსი აზრების გავრცელება, რადგანაც, საპატრიარქოში, კათოლიკოს პატრიარქის მმართველობის პერიოდში, არცერთი ნაბიჯი და განცხადება არ გაკეთებულა მასთან შეუთანხმებლად.
სრულიად არაკორექტული იყო მსგავსი აზრების გავრცელება, რადგანაც, საპატრიარქოში, კათოლიკოს პატრიარქის მმართველობის პერიოდში, არცერთი ნაბიჯი და განცხადება არ გაკეთებულა მასთან შეუთანხმებლად. მერამდენედ მესმის, რომ ჯაღმიაძე გადადგეს, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისგან, მაგრამ, მე რა რესურსი უნდა გამოვიყენო სინდოში არჩევნების დროს. სინოდში არჩევნების დროს ხმის უფლება აქვს მხოლოდ ეპისკოპოსს, მათ შორის მეუფე გიორგის, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
რაც შეეხება ინტრონიზაციის თარიღს, ჯაღმაიძის თქმით, მისი განსაზღვრა უკვე არჩეულ პატრიარქს დაევალება.
იმსჯელეს დელეგატებზე და შეთანხმდნენ, რომ სამი საპატრიარქო კანდიდატის ეპარქიის წარმომადგენლები და თითოეული ეპარქიის წარმომადგენელს ექნება საშუალება სიტყვით გამოვიდეს. ინტრონიზაციის თარიღი უნდა განისაზღვროს უკევ არჩევნების შემდეგ, რადგან ეს უნდა განსაზღვროს არჩეულმა პატრიარქმა. მიუხედავად იმის, რომ იყო გარკვეული არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარებიც, დღევანდელი სინოდი ერთსულოვანი იყო, – თქვა მან.




