“ზონდერის ან პოლიციელის დაკავება ქუჩის პროტესტის დამსახურებაა” – ირაკლი მელაშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

ნებისმიერი ზონდერის ან პოლიციელის დაკავება, ვინც მომიტნგეებს ფიზიკურად უსწორდებოდა, არის ცალსახად დადებითი მოვლენა. თუნდაც იმიტომ, რომ ცოტათი მაინც დააფიქრებს იმ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ანაზღაურების ან პრივილეგიების სანაცვლოდ ფიზიკურად იძალადონ ახალგაზრდებზე. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდებოდა, პირველ რიგში უწყვეტი პროტესტი და შემდეგ ხელისუფლებაზე საგარეო ზეწოლა რომ არა.
დიახ, პირველ რიგში ეს ქუჩის პროტესტის დამსახურებაა. როცა პროტესტი არ ჩერდება ხელისუფლებას ფატობრივად ყოველდღიურად უწევს უპასუხოს კითხვას, რომელზეც პასუხი არ აქვს, რატომ აპატიმრებს მხოლოდ მომიტინგეებს და არა მომიტინგეებზე უკანონოდ მოძალადეებს. ეს მის მხარდამჭერებზეც მოქმედებს იმიტომ, რომ ეს კადრები ყველას ნანახი აქვს და რაც არ უნდა “ოცნების” თავგადაკლული მომხრე იყო, ნებისმიერ ადამიანს უჭირს ზოგიერთი სამართლადმაცველის ჯალათურ ქმედებებზე ხელისუფლების უმოქმედობის გამართლება. ამიტომ, მინიმალურად ცივილიზებული სახის შესანარჩუნებლად ადრე თუ გვიან, მთავრობას უწევს ამდაგვარი ნაბიჯების გადადგმა.
ბუნებრივია, რომ თუკი “ქართული ოცნებას” უნდა ოდნავ მაინც ადექვატური გახდეს აუცილებელია, რომ იმ არაადამიანების დასჯა, რომლებმაც მარიამ გაფრინდაშვილის, მაკა ჩიხლაძის და სხვა ჟურნალისტების მიმართ იძალადეს.
და კიდევ, რაც უფრო გაჯიუტდებიან მზია ამაღლებელის და დაკავებული ახლგაზრდების გამოშვების საკითხზე, მით უარესი იქნება “ქართული ოცნების” იმიჯისთვის. ნებიმიერი მთავრობა ხალხის თვალში იგებს არა სისასტიკით და ანაგრიშსწორებით, თუნდაც ეს მისი დაუძინებელი ოპონენტების მიმართ იყოს, არამედ ჰუმანურობით და გონიერებით. დამოუკიდებელი საქართველოს ოცდათხუთმეტწლიანი ისტორიაა ამის უტყუარი დამადასტურებელი. იქნებ დაფიქრდეთ ამაზე ხელისუფლებაში!

ასევე დაგაინტერესებთ

ელისო ჯარიაშვილი: ეს არაა საკმარისი, ნაწამებია 300-400 ადამიანი, ყველა მოძალადე და ხელის დამფარებელი უნდა დაისაჯოს! ჩვენმა აქტიურობამ მიახვედრა სისტემა, რომ დაფარული დიდხანს ვეღარ დარჩებოდა დამნაშავის ვინაობა

გიორგი მელაშვილი: გიორგობა დღეს, ამ სურათზე დიდი ბოროტება უბრალოდ წარმოუდგენელია. სტუდენტების დაკავება, საკუთარი უნივერსიტეტის წინ, საკუთარი მეგობრების თვალწინ, ტროტუარზე დგომისა და სამშობლოს სიყვარულისთვის