ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, წლების მანძილზე რაც დაგროვდა, უკრაინისგან სწორად იყოს გაგებული

გააქტიურდა უკრაინული მხარე საქართველოსთან კომუნიკაციაში, დღესაც შედგა ჩემი სატელეფონო საუბარი ჩემს კოლეგასთან და შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ურთიერთობას, საუბარს. მართლაც არის საკითხები, რომლებიც დაგროვილია დღისწესრიგში.
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკრაინული მხარე საქართველოს და ქართულ საზოგადოებას, მოდით ასე ვთქვათ, სოციალური ქსელებით ესაუბრებოდა და თან არც თუ ისე სასიამოვნო გზავნილები გვესმოდა, რაც შეუძლებელია, რომ გადავდოთ გვერდით.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ერთი, რომ, ინიციატივა მოდის უკრაინული მხარისგან, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ საკითხებზე. ეს, უკვე შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოზიტიური ნაბიჯი და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც მნიშვნელოვანია, რომ ამ წლების განმავლობაში გარკვეული საკითხები, რაც დაგროვდა ურთიერთობებში, იყოს უკრაინული მხარისგან სწორად გაგებული, ისე, როგორც გავიგეთ ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს ხელისუფლებამ და გავაგრძელოთ ურთიერთობა. შევთანხმდით, რომ ცოტა ხანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ, ყველაფერზე მსჯელობას, რაც შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები დაბრუნდეს ნორმის ჩარჩოებში.