ჟურნალისტ გურამ როგავას განცხადებით, მისთვის ცნობილია იმ სპეცრაზმელის ვინაობა, რომელმაც მასზე ჟურნალისტური მოვალეობის შესრულების დროს იძალადა

ჟურნალისტ გურამ როგავას განცხადებით, მისთვის ცნობილია იმ სპეცრაზმელის ვინაობა, რომელმაც მასზე ჟურნალისტური მოვალეობის შესრულების დროს იძალადა.
💬“ორი სხვადასხვა წყარო საბოლოოდ ადასტურებს ჩემზე თავდამსხმელის ვინაობას.
ინფორმაციის გადასამოწმებლად მის საცხოვრებელ მისამართზე მივედით.
ოჯახის წევრებთან გასაუბრების და მასთან სატელეფონო კავშირის შემდეგ, სოციალური ქსელებიდან ფოტოები და ვიდეოები წაშალა, გადააკეთა სახელი, მაგრამ ეტყობა არ იცის, რომ ბევრად ადრე დაარქივდა ყველაფერი მის შესახებ
👇 დღეს, 22:00 საათზე, “ელისო ჯარიაშვილის ნამდვილი ამბავი” უნდა ნახოთ!” – წერს გურამ როგავა.
➖➖➖➖➖➖➖
2024 წლის ანტისამთავრობო აქციებისას, 29 ნოემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გურამ როგავაზე სპეცრაზმელმა იძალადა;
აქციის დარბევის დროს, როდესაც როგავა პირდაპირ ეთერში ერთვებოდა და ვითარებას აღწერდა, ეკიპირებულმა სპეცრაზმელმა მას კეფაში ძლიერად ჩაარტყა ხელი – ძალადობის კადრი რადიო თავისუფლებამ გადაიღო.
არც როგავას და არც სხვა ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის, მათზე ძალადობის, – ისევე, როგორც დემონსტრანტებზე ძალადობის, – გამო არავინ დასჯილა. ხელისუფლების არგუმენტია, რომ მოძალადე სპეცრაზმელების იდენტიფიცირება ვერ მოხდა.