20
დიუშენით დაავადებული ბავშვები მშობლებთან ერთად საპატრიარქოსთან მივიდნენ, თუმცა, ისინი არც საპატრიარქოში შეუშვეს და არც არავინ გამოსულა მათთან სასაუბროდ.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელსაც ეკითხებოდნენ, ვისგან იცავენ საპატრიარქოს, ბავშვებისა და მათი მშობლებისგან? – თუმცა, კითხვაზე პასუხი არ იყო.
“ღმერთის მსახური არ გამოდის და არ უნდა, რომ მომისმინოს” – ამბობს მშობელი.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლების დანაბარები გადმოსცეს მშობლის, რომლის მიხედვითაც, ხვალ გააკეთებს საპატრიარქო განცხადებას.
“დღეს არის გიორგობა დღე, მოვედით, რომ დაგვილოცოს შვილები საპატრიარქომ და მეორე – ხელისუფლებასთან იშუამდგომლოს, რომ ბავშვებს მიაქციონ ყურადღება” – ამბობს კიდევ ერთი მშობელი.
მშობლების ნაწილი ამბობს, რომ ისინი გადანაცვლებენ ილია მეორის საფლავთან, რათა “იქედან მაინც მიიღონ დალოცვა”.



