მეუფე იობის პირველი კომენტარი დიპლომის სკანდალზე – ურბნისისა და რუისის ეპისკოპისი “ტვ პირველთან” ადასტურებს, რომ მისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები მოიპარეს.
უკავშირდება თუ არა ეს პატრიარქობის არჩევნებში მის მონაწილოებას – ეპისკოპოსი კითხვას არ პასუხობს, თუმცა ამბობს, რომ როდესაც საპატრიაქროდან დაურეკეს და დიპლომი მოსთხოვეს, როგორც უკვე კანდიდატს, მივიდა იმ ადგილას, სადაც დიპლომს ინახავდა, მაგრამ არც საერო და არც სასულიერო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი იქ არ დახვდა.
ურბნისისა და რუისის ეპისკოპისს სავარაუდოდ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, თეოდორე ჭუაძე ეკონტაქტებოდა.
მოპარულია დიპლომი, თუმცა დღესდღეობით აღდგენილია უკვე. ნამდვილად მოპარულია, რადგან მე ჩემი თვალით ვნახე, რომ საერო დიპლომიც დაკარგულია და სასულიეროც. დამირეკეს საპატრიარქოდან, მეუფე თეოდორემ მითხრა, რომ აუცილებლად წარმოადგილე სასულიერო დიპლომიო და როცა მე წავედი, სადც ვიცოდი რომ იყო, იქ აღარ იყო”, – ამბობს მეუფე იობი.
ცნობისთვის, წმინდა სინოდის წევრმა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ პატრიარქობის კანდიდატის, მეუფე იობის დიპლომი გაუჩინარებულია. მან გამოთქვა ეჭვი, რომ მეუფე იობს დიპლომი მოჰპარეს.
ამ განცხადებიდან მალევე, თბილისის სასულიერო სემინარიაში რუის-ურბნისის ეპისკოპოსის, მეუფე იობის დიპლომთან დაკავშირებით იმსჯელეს. საბოლოოდ, ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელმა კომისიამ მიტროპოლიტ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა.




