გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი – საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს, რადგან ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის განცხადებით, ლილუაშვილთან საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ არის.

როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე გრიგალაშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და სხდომაზე სწორედ აღნიშნულზე გაამახვილებს ყურადღებას.

„საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. წარმოდგენილი მტკიცებულებები თავისი შინაარსით, პირდაპირი მტკიცებულებები არ არის, შესაბამისად, მათზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, რომ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს”,- განაცხადა გრიგალაშვილმა.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება.

სხდომას ესწრება ბრალდებული ლილუაშვილი.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან