მეუფე ზენონი: მეუფე შიო არის საშიში საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად

მეუფე შიო არის საშიში საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად. როგორც განვითარდა, ახლა რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, მე ვამბობ, რომ მეუფე შიო არის საშიში საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად.
როდესაც პატრიარქის ქორეპისკოპოსად დანიშნეს, ეს მოხდა მეუფე დიმიტრის, პატრიარქის ძმისშვილის აქტივობით […]
[…] შემდეგ უკვე მოვლენები ისე განვითარდა, რომ ამ ადამიანმა დამანახა, რომ არის უსამართლო, მსჯავრი არ აქვს მას სამართლით, უამრავ რაღაცაში.
მე არ ვაპირებდი ამ საკითხებზე საუბარს, მაგრამ რომ ვიაზრებ, რა ინფორმაციებიც მომდის მე, ტროლ-ბოტებს რომ ამზადებენ კანდიდატების წინააღმდეგ და რაღაც თანხებს ურიცხავენ მაგათ შეფებს, როგორ გააშავონ ეს კანდიდატები. ასევე, რჩევებს ზოგიერთი ვინც იძლევა საპატრიარქოში, რა სვლებისკენ უბიძგებენ [….]
2002 წელს, უწმინდესი მეძახის, შორენ მირეკავს, უწმინდესი გეძახისო,  ჩამოვედი, შევხედე შორენას, რაღაც ისე ვერ არის, რა ხდება-მეთქი. შედი და გეტყვის უწმინდესიო. შევედი, მეუფე დანიელი, მეუფე დავითი ალავერდელი, რამდენიმე სასულიერო პირი… უწმინდესი მეუბნება, წაიკითხე ეს წერილიო – შევარდნაძის წერილი, ძალიან დიდი მოცულობის, სადაც პატრიარქს ელაპარაკებოდა პრობლემებზე. შევარდნაძე აწერს ამას ხელს, მაგრამ სხვა აკეთებს ამას, როგორც გახდა ცნობილი – პეტრე მამრაძე და ბასილ . ეუბნება პრეზიდენტი, რომ ზენონი დანიშნე შენს ქორეპისკოპოსად. ეს როგორ შეიძლება და მეუფე შიო. მეუფე შიოს საერთოდ არ იცნობს ედუარდ შევარდნაძე. კარგი, ჩემზე რომ თქვა, მიცნო და შეიძლება, ეჭვი მიიტანა, მეუფე შიოს საერთოდ არ იცნობს. ნუ, მე ვიყავი ფარი იმ პროცესებში. ის წერილი ძალიან ფართომასშტაბიანი იყო, ეს იყო მცდელობა მღვდელმთავრებს შორის განხეთქილების…
ანუ მეუფე შიო არანაირი აქტიური სახე არ იყო. ის შემოვიდა უკვე ციანიდის ამბებიდან აქტიურად… ერთად შემოვედით ამ ეპისკოპატში. არ იჩენდა აქტივობებს და ზოგჯერ არიდებდა თავს, იცით, როგორი ადამიანია, როგორც მღვდელი ისე ატარებდა წირვას…მოდით რა, გაბედონ და გაგვაგებინონ ბოლომდე, რისი თქმა უნდათ [ციანიდის საქმეზე[, მთავრობა რატომ იბარებდა მღვდელმთავრებს ცალ-ცალკე, მოდით, თვითონ ილაპარაკონ რა. პირდაპირ მოთხოვნა [იყო], რომ ეს უნდა იყოს, მეუფე შიო პატრიარქი…