დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ზენონის თქმით, სინოდის ხელახლა მოწვევას მოითხოვს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ილაპარაკა.
“ვიდრე ჩვენთან ყველაფერი ნათელი არ გახდება ერთმანეთში, არავითარი არჩევნებზე, ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ე.ი, ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან კითხვები. სად იყო საშუალება [წინა სინოდის სხდომაზე], მეუფეებმა რომ თავისი თავი კანდიდატებად დაასახელეს, მანამდე მე რა უნდა მეთქვა მეუფე შიოსთვის, სანამ ის თავის თავს კანდიდატად არ დაასახელებდა.
დაასახელეს თავი კანდიდატებად, თვითონ მიჰყავთ ეს სხდომა, დაგვღალეს, დაგვქანცეს, სამი საათი უაზრო რაღაცაზე ვლაპარაკობდით. საკითხებზე რომ სერიოზულად დაიწყო ;აპარაკი, ამას ხომ შინაგანი შემართებაც უნდა.
ჩვენ შეგვიძლია,მოვიწვიოთ სინოდის კრევა, განა არ შეგვიძლია, შეგვიძლია. მოვიწვიოთ. არა, მე რა თქმა უნდა, მივმართავ ამათ, მღვდელმთავრებს დასხვებიც ალბათ. უნდა მოვიწვიოთ.
რა თქმა უნდა [მეყოლება მხარდაჭერები]. ჩვენ თუ ერთმანეთში არ გავერკვიეთ, იქნებ ცილს ვწამებთ ამ ადამიანს” – თქვა მეუფე ზენონმა.