რატომ გადაშენდნენ ნეანდერტალელები? მეცნიერებმა ნაკლებად ცნობილი ფაქტორი დაასახელეს

ეს სტატია არის ესკიზი!
რატომ გადაშენდნენ ნეანდერტალელები? მეცნიერებმა ნაკლებად ცნობილი ფაქტორი დაასახელეს
ფოტო: Andrea Izzotti/Shutterstock.com
1
წაკითხვა
რატომ გადაშენდნენ ნეანდერტალელები? ამის შესახებ უამრავი თეორია არსებობს: კლიმატის ცვლილება, დაავადებები, ჰომო საპიენსთან კონკურენცია და სხვა. არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც მეცნიერები ნაკლებად ითვალისწინებენ ხოლმე. ეს სოციალური კავშირების ნაკლებობაა: ნეანდერტალელები ზედმეტად მიმოფანტულები და ერთმანეთისგან იზოლირებულები იყვნენ.
მონრეალის უნივერსიტეტის (კანადა) მეცნიერებმა კომპიუტერულ მოდელებს არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მონაცემები მიაწოდეს, რომლებსაც ხშირად ფლორისა და ფაუნის განაწილების შესასწავლად იყენებენ.
როგორც მკვლევრები განმარტავენ, 35 000 წლის წინ მცხოვრები მოსახლეობის ზუსტი დემოგრაფიული მონაცემები არ გვაქვს. ამის ნაცვლად იმ მონადირე-შემგროვებლების ჯგუფების მონაცემები გამოიყენეს, რომლებიც უკეთ არიან აღწერილნი. მაგალითად, მოდელებმა გამოავლინა, რომ ადგილობრივი ჯგუფები 25-50 ინდივიდისგან შედგებოდა. ისინი სეზონურად გადაადგილდებოდნენ და სხვა ჯგუფებთან რეგიონულ კავშირებს ინარჩუნებდნენ.
კვლევის ფარგლებში 60000-35000 წლის წინანდელ პერიოდზე კონცენტრირდნენ. ეს უზარმაზარი დროა, რომლის განმავლობაშიც კლიმატი მნიშვნელოვნად შეიცვალა. გარდა ამისა, ამ დროში ჰომო საპიენსმა ევრაზია მეტად აითვისა და ნეანდერტალელები გადაშენდნენ. გუნდმა დაასკვნა, რომ კლიმატის ცვლილება და ჰომო საპიენსთან პირდაპირი კონკურენცია ნეანდერტალელების გადაშენების ერთადერთი მიზეზი ვერ იქნებოდა.
მიიჩნევა, რომ ჰომო საპიენსი უფრო მჭიდროდ იყო განსახლებული, რაც მძიმე პირობებში გადარჩენასთან პირდაპირაა დაკავშირებული: სოციალური კავშირები ინფორმაციის გაცვლას უწყობს ხელს, მაგალითად, რესურსების ან ცხოველთა გადაადგილების შესახებ.
გარდა ამისა, ნაშრომის მიხედვით, მძიმე პირობებში ნეანდერტალელთა პოპულაცია ევროპაში დასავლეთ და აღმოსავლეთ ჯგუფებად დაიყო. აღმოსავლეთ ევროპაში ჯგუფები ნაკლებად მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი. პირველებიც სწორედ ისინი გადაშენდნენ. იბერიის ნახევარკუნძულზე არსებულ პოპულაციებს კი უფრო მჭიდრო სოციალური კავშირები ახასიათებდა, ამიტომ შედარებით დიდხანს გადარჩნენ.
ნაშრომი გამოცემაში Quaternary Science Reviews გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კვირის ტოპ-5
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა კლიტორის სრული ნერვული ქსელი 3D-ში ასახეს11461 ნახვა
კვლევის თანახმად, მარსამდე მისასვლელად უფრო მოკლე გზაც არსებობს4690 ნახვა
გამოავლინეს სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სტრუქტურა, რომელსაც ჩვენი გალაქტიკა “ეფარება”2713 ნახვა
ბოლო 100 წელიწადში ადამიანის თავის ქალა მნიშვნელოვნად შეიცვალა1141 ნახვა
მოჩვენებები თუ ტვინის შეცდომა — რატომ გვეშინია მიტოვებული შენობების1050 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
Sci-Tech
პლუტონის მიღმა არსებული პატარა ობიექტის გარშემო ატმოსფერო დააფიქსირეს
პლუტონის მიღმა არსებული პატარა ობიექტის გარშემო ატმოსფერო დააფიქსირეს
Sci-Tech
“ჰაკერი” თუ ციფრული სამყაროს არქიტექტორი?
“ჰაკერი” თუ ციფრული სამყაროს არქიტექტორი?
გადახედვა
კოსმოსი
მთვარის პროგრამის მისია Artemis 3 დაგეგმილზე გვიან განხორციელდება
მთვარის პროგრამის მისია Artemis 3 დაგეგმილზე გვიან განხორციელდება
მეცნიერება
სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ილიაუნიში
სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ილიაუნიში
გადახედვა

როცა “რობოტი” ადამიანს გვირჩევნია: მეცნიერებმა ჩატბოტებზე “ადიქციის” ფენომენი გამოიკვლიეს
როცა “რობოტი” ადამიანს გვირჩევნია: მეცნიერებმა ჩატბოტებზე “ადიქციის” ფენომენი გამოიკვლიეს
ფლორა და ფაუნა
როგორ იწმინდება მთის მდინარე თავისით — დინების, ქვებისა და ჟანგბადის უხილავი მექანიზმი
როგორ იწმინდება მთის მდინარე თავისით — დინების, ქვებისა და ჟანგბადის უხილავი მექანიზმი
გადახედვა
Sci-Tech
მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ერთ-ერთი შესაძლო სცენარის სიმულაცია მოახდინეს
მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ერთ-ერთი შესაძლო სცენარის სიმულაცია მოახდინეს
გადახედვა
Next საქართველო
ახალი კვლევის თანახმად, პურის ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერა საქართველოა
ახალი კვლევის თანახმად, პურის ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერა საქართველოა
გადახედვა
კოსმოსი
შესაძლოა, ამ ზაფხულს მთვარეს ილონ მასკის რაკეტა შეეჯახოს
შესაძლოა, ამ ზაფხულს მთვარეს ილონ მასკის რაკეტა შეეჯახოს
გადახედვა
კოსმოსი
ბოლო 18 თვეში პირველად, კომპანია SpaceX-მა რაკეტა Falcon Heavy გაუშვა
ბოლო 18 თვეში პირველად, კომპანია SpaceX-მა რაკეტა Falcon Heavy გაუშვა