შესაძლოა, ხელოვნურმა ინტელექტმა მათემატიკის 60-წლიანი ჰიპოთეზა დაამტკიცა

ფოტო: Getty / Futurism
1
წაკითხვა
ამ თვის დასაწყისში 23 წლის ლიამ პრაისმა ე.წ. ერდიოშის ერთ-ერთი ჰიპოთეზის დამტკიცება წარმოადგინა. ერდიოშის ჰიპოთეზები მათემატიკაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და საინტერესო ამოცანებია. მათი ავტორი უნგრელი მათემატიკოსი, პალ ერდიოში, გახლდათ. ეს ჰიპოთეზები გენიალურ მათემატიკოსებსაც კი თავგზას უბნევს, პრაისს კი მათემატიკა უნივერსიტეტშიც კი არ უსწავლია. როგორც თავად ამბობს, ჰიპოთეზის დამტკიცებას GPT-5.4-ის დახმარებით მიაგნო.
პრაისი ერთადერთი არ არის, ვინც ერდიოშის ჰიპოთეზის დამტკიცება ჩატბოტის მეშვეობით სცადა. ეს აქამდე სხვებსაც უცდიათ, თუმცა უშედეგოდ. პრაისის დამტკიცებას, რომელიც მან ვებგვერდზე erdosproblems.com განათავსა, ექსპერტებმა ზედაპირულად გადახედეს.
კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის პროფესორი, ტერენს ტაო, განმარტავს, რომ შედეგები იმედისმომცემია, თუმცა დამატებითი გადახედვა მაინც სჭირდება. ტაოს თქმით, ახალი დამტკიცება უჩვეულო მიდგომაზეა დაფუძნებული, რომელიც კონკრეტულად ამ ჰიპოთეზის შემთხვევაში არავის გამოუყენებია. თავისთავად, ეს არ ნიშნავს, რომ დამტკიცება არასწორია.
ერდიოშის ამოცანების ჩატბოტის დახმარებით ამოხსნა ტაოს განსაკუთრებით აინტერესებს. ის მონაცემთა ბაზასაც მართავს, რომელშიც -ის მიერ გენერირებული დამტკიცებები ინახება. ტაოს თქმით, მათი უმრავლესობა მცდარია.
როგორც აღვნიშნეთ, ეს კონკრეტული დამტკიცება იმედისმომცემი ჩანს, თუმცა დეტალური გადახედვა სჭირდება. თუ ის სწორი აღმოჩნდება, ეს პირველი შემთხვევა გამოვა, როცა ჩატბოტმა ერდიოშის ამოცანა ამოხსნა და უნიკალური აზროვნება გამოავლინა.
ტაოს აზრით, ეს ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან დიდი მიღწევაა, რადგან ჩატბოტმა დიდი რიცხვებისა და მათი ანატომიის შესახებ სრულიად ახლებური მსჯელობის გზა შემოგვთავაზა.
Mariam Ramazashvili  [8:51 PM]
თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა კლიტორის სრული ნერვული ქსელი 3D-ში ასახეს11466 ნახვა
კვლევის თანახმად, მარსამდე მისასვლელად უფრო მოკლე გზაც არსებობს4690 ნახვა
გამოავლინეს სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სტრუქტურა, რომელსაც ჩვენი გალაქტიკა “ეფარება”2713 ნახვა
ბოლო 100 წელიწადში ადამიანის თავის ქალა მნიშვნელოვნად შეიცვალა1141 ნახვა
მოჩვენებები თუ ტვინის შეცდომა — რატომ გვეშინია მიტოვებული შენობების1050 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ადამიანი
რატომ გადაშენდნენ ნეანდერტალელები — მეცნიერებმა ნაკლებად ცნობილი ფაქტორი დაასახელეს
რატომ გადაშენდნენ ნეანდერტალელები — მეცნიერებმა ნაკლებად ცნობილი ფაქტორი დაასახელეს
გადახედვა
Sci-Tech
პლუტონის მიღმა არსებული პატარა ობიექტის გარშემო ატმოსფერო დააფიქსირეს
პლუტონის მიღმა არსებული პატარა ობიექტის გარშემო ატმოსფერო დააფიქსირეს
გადახედვა
კოსმოსი
ისტორიაში პირველად, ვების ტელესკოპმა ეგზოპლანეტის ზედაპირი პირდაპირ შეისწავლა
ისტორიაში პირველად, ვების ტელესკოპმა ეგზოპლანეტის ზედაპირი პირდაპირ შეისწავლა
Sci-Tech
“ჰაკერი” თუ ციფრული სამყაროს არქიტექტორი?
“ჰაკერი” თუ ციფრული სამყაროს არქიტექტორი?
გადახედვა
კოსმოსი
მთვარის პროგრამის მისია Artemis 3 დაგეგმილზე გვიან განხორციელდება
მთვარის პროგრამის მისია Artemis 3 დაგეგმილზე გვიან განხორციელდება
გადახედვა

როცა “რობოტი” ადამიანს გვირჩევნია: მეცნიერებმა ჩატბოტებზე “ადიქციის” ფენომენი გამოიკვლიეს
როცა “რობოტი” ადამიანს გვირჩევნია: მეცნიერებმა ჩატბოტებზე “ადიქციის” ფენომენი გამოიკვლიეს
ფლორა და ფაუნა
როგორ იწმინდება მთის მდინარე თავისით — დინების, ქვებისა და ჟანგბადის უხილავი მექანიზმი
როგორ იწმინდება მთის მდინარე თავისით — დინების, ქვებისა და ჟანგბადის უხილავი მექანიზმი
გადახედვა
Sci-Tech
მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ერთ-ერთი შესაძლო სცენარის სიმულაცია მოახდინეს
მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ერთ-ერთი შესაძლო სცენარის სიმულაცია მოახდინეს
გადახედვა
Next საქართველო
ახალი კვლევის თანახმად, პურის ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერა საქართველოა
ახალი კვლევის თანახმად, პურის ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერა საქართველოა
გადახედვა
კოსმოსი
შესაძლოა, ამ ზაფხულს მთვარეს ილონ მასკის რაკეტა შეეჯახოს
შესაძლოა, ამ ზაფხულს მთვარეს ილონ მასკის რაკეტა შეეჯახოს