-მ უკრაინისთვის შორი რადიუსის ზუსტი დამიზნების ბომბების მიყიდვაზე ნებართვა გასცა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის შორი რადიუსის ზუსტი დამიზნების ბომბების პოტენციურ მიყიდვაზე ნებართვა გასცა.

-მ გაზრდილი დისტანციის მართვადი საავიაციო ბომბებისა და დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვის ნებართვა გასცა. პაკეტის ღირებულება დაახლოებით $373.6 მილიონს შეადგენს.

სახდეპის ცნობით, უკრაინის მთავრობამ 1 200 ცალი KMU-572 ტიპის მართვადი საავიაციო ბომბის (JDAM) კომპლექტისა და 332 ცალი KMU-556 ტიპის JDAM-ის შესყიდვა მოითხოვა.

ამასთან, პაკეტი მოიცავს FMU-139 ტიპის ამფეთქებლებს, JDAM-ის მხარდასაჭერ აღჭურვილობას, სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს, ტექნიკურ დოკუმენტაციას, პროგრამულ უზრუნველყოფასა და აშშ-ს მთავრობისა და მისი კონტრაქტორების საინჟინრო, ტექნიკურ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერასა.

“შეთავაზებული მიყიდვა დაეხმარება აშშ-ს საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებს ისეთი პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებით, რომელიც ევროპაში პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური პროგრესის ხელშემწყობი ძალაა”. – წერია განკარგულებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…