“მაცარი გადაარჩინა” – როგორ შეაფასა ფედელემ “კვარას” თამაში?

საფეხბურთო აგენტმა და “პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში “ნაპოლისა” და “ვერონას” (2:1) მატჩი შეაფასა.
“რით გამაკვირვა ყველაზე მეტად “ნაპოლიმ”? ახალმა ტაქტიკამ, რომელსაც კვარაცხელია იდეალურად მოერგო.
ვიცით, რომ გუნდებს შორის განსხვავებას სწორედ ამ დონის ფეხბურთელები ქმნიან. ქართველმა ბრწყინვალე პერფორმანსი შემოგვთავაზა და მაცარი გადაარჩინა”, – განაცხადა ფედელემ.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში “კვარამ” “ნაპოლის” მაისურით, ყველა ტურნირზე ჯამში 29 მატჩი გამართა. თავი კი 6 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.