საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან.
“ერევანში ორგანიზებული ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შევხვდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს.
შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან და გამოვთქვით მზადყოფნა ჩვენი პარტნიორობის მეტად გაძლიერების მიმართულებით”, – აღნიშნავს პრემიერი.