თეატრისა და კინოს მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხელოვანს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მის დასახმარებლად მთელი საქართველო გაერთიანდა, თუმცა ექიმებმა გადარჩენა ვერ შეძლეს.ნუგზარ ყურაშვილმა ქართულ თეატრსა და კინოში არაერთი როლი შეასრულა, თუმცა მაყურებელმა იგი სერიალ “ცხელი ძაღლიდან” უჩა ზერაგიას როლით შეიყვარა. თავადაც ამბობდა, არ მეგონა, ასეთი სიყვარული თუ მქონდა და მაყურებელი ასეთ უარყოფით პერსონაჟს ასე ძლიერ თუ შეიყვარებდაო.მსახიობს უკანასკნელ გზაზე მშობლიური ახმეტელის თეატრიდან 5 მაისს გააცილებენ.
