თამრიკო ჭოხონელიძე: თითოეულ ბავშვს და მათ მშობლებს მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუხატო და ვუთხრა – მიგულეთ თქვენს გვერდით!

თამრიკო ჭოხონელიძე:

როგორც დედა და როგორც ამქვეყნის მოქალაქე არ შემიძლია ჩუმად ვიყო მაშინ, როცა საქართველოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების გარეშე დარჩენილი ბავშვები არიან და დედებთან ერთად დახმარებას ითხოვენ -,,მინდა დედას ჩავეხუტო და არ შემიძლია…”, ,,მინდა ვიცოცხლო და დამეხმარეთ”… და რამდენი ასეთი სულისშემძვრელი ფრაზა… და ეს სიტყვები ბავშვებს ეკუთვნის!!! დღეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ხმა ავიმაღლოთ მათთვის! რადგან როცა ბავშვებს ვტოვებთ უყურადღებოდ-ვკარგავთ მომავალს! თითოეულ ბავშვს და მათ მშობლებს მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუხატო და ვუთხრა-მიგულეთ თქვენს გვერდით! გავკადნიერდები და გთხოვთ ყველას, განსაკუთრებით ქალბატონებს-დედებო, ბებიებო ნუ ვიქნებით გულგრილნი! აქ მაინც ვიყოთ ერთად!

ასევე დაგაინტერესებთ