“რუსეთთანაც უნდა გვქონდეს ის ურთიერთობები, რომ მომავალში შეგვეძლოს საუბარი” – მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი იმედის ეთერში ოკუპანტ ქვეყანაზე საუბრისას აცხადებს, რომ საქართველომ მომავალაში რუსეთთან საუბარი უნდა შეძლოს.
“რუსეთს რა ვუყოთ, რა, ფარდა ხომ არ არის, გადავწიოთ. რუსეთთანაც უნდა გვქონდეს ის ურთიერთობები, რომ მომავალში ეს არევ-დარევა დამთავრება, შეგვეძლოს მათთან საუბარი, რომ აფხაზეთიც უნდა დავიბრუნოთ აუცილებლად და ცხინვალის რეგიონიც”, – თქვა მან.
მეუფე იაკობის თქმით, “ვერ ხედავს საშიშროებას”, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთისკენ ნაბიჯებს დგამს და ასე რომ იყოს, იქნებოდა პირველი, ვინც ამაზე ხმას ამოიღებდა.
“რუსო”, “რუსოს” ძახილით არაფერი გამოვა. რომ დავინახო, რომ ჩვენი ხელისუფლება რუსეთისკენ ნაბიჯებს დგამს, პირველი მე ვიქნებოდი ეკლესიიდან, რომელიც მაგაზე ხმას ამოიღებდა. იცით, რომ ცერემონიები არ მიყვარს და აუცილებლად ვიტყოდი მაგას და ცოტა ხისტი და უხეშიც ვიქნებოდი. მე ვერ ვხედავ იმის საშიშროებას დღევანდელ პირობებში. ჩვენ ახლა ამერიკასთან საუკეთესო ურთიერთობები უნდა გქონდეს. ევროპისკენ სწრაფვა, ეს ნიშნავს, რომ ყველანაირად განვვითარდეთ, მაგრამ ევროპას ჩვენგანაც ბევრი რამე აქვს სასწავლი”, – ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ