: ჩვენ ვკარგავთ 450 მილიონი, მსოფლიოს ყველაზე უფრო მდიდარი ადამიანის ბაზარს

ერთ დროს პოსტსაბჭოთა სივრცის ლიდერები, დღეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც უმძიმესად გამოვუყურებით, ყველა ჩვენზე წინაა – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს რუსეთის ბაზრის შენარჩუნებაც შეუძლია და ევროკავშირისაც, როგორც ამას სომხეთი აკეთებს.

ერთ დროს პოსტსაბჭოთა სივრცის ლიდერები, თუ არ ჩავთვლით ბალტიისპირეთს, დღეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც უმძიმესად გამოვუყურებით, ყველა ჩვენზე წინაა. მოლდოვა, – ყველამ გაგვასწრო ფაქტობრივად, ეს არის კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვკარგავთ 450 მილიონი მსოფლიოს ყველაზე უფრო მდიდარი ადამიანის ბაზარს, ეს არის ევროკავშირის ბაზარი და ჩვენ, რუსეთის ბაზრის შენარჩუნებაც შეგვიძლია და ევროკავშირისაც, როგორც ამას სომხეთი აკეთებს. ეს არის სწორედ რუსეთის პრაგმატული პოლიტიკა, რაზეც ივანიშვილი 15 წლის წინ ლაპარაკობდა, ოღონდ გულისხმობდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას. არა, პრაგმატული პოლიტიკაა, რომ პროდუქცია გაყიდო რუსეთშიც და იყო ევროპული ქვეყანა და ორინეტირებული იყო პირველ რიგში ევროკავშირის ბაზარზე. აი, ამას გვაკარგინებს ივანიშვილი და ქოცური მთავრობა, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, რომელიც ევროპას მოაქვს, – აცახდებს გვარამია.