ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე: შევთანხმდით, რომ კონტაქტს გავაგრძელებთ

ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, შეხვედრა მქონდა ქართველ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შეხვედრაზე ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო საკითხები განიხილეს.

„გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო მოვლენების ფართო სპექტრზე. ასევე განვიხილეთ ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საქმეებში“, – წერს სიბიგა.

მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივად მომგებიანი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებს საკითხი.

„შევთანხმდით, რომ შემდგომ კონტაქტს გავაგრძელებთ“, – აცხადებს სიბიგა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები, როგორც ევროპარლამენტმა გაიუფასურა საკუთარი თავი, ასევე გაიუფასურა ასამბლეამაც

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი