ბლოგერი, რომა მახარაძე:
პირველი ფოტო ჩემი გადაღებულია – 8 სთ ვიყავი რიგში, რომ ეკლესიაში შემეღწია..
არა, არ ვარ რელიგიური, არც პატრიარქი იყო ჩემთვის ავტორიტეტი
და რატომ ვიყავი?
სასულიერო გიმნაზიაში ვსწავლობდი და სიმართლე ვთქვა მომწონდა ის ღმერთი, რომელსაც მასწავლიდნენ, მაგრამ სადღაც დავკარგე
ადამიანები, რომლებიც ქრისტეს მაცნობდნენ, ყველაზე მეტად მაშორებდნენ მას
კითხვების დასმა სულ მიყვარდა, მაგრამ როცა პასუხები არ მაკმაყოფილებდა, სხვა გზა არ იყო და გავხდი “ურჯულო” :დ
“შევქმენი ჩემი ღმერთი”
• რომელიც შეცდომის დროს მეტანიებს არ მაკეთებინებდა – მოსწონდა ამ შეცდომებზე რომ ვსწავლობდი
• ჩემგან მსხვერპლს არ ითხოვდა – არც ფიზიკურს, არც მორალურს
• მე მესაუბრებოდა, ყველანაირი შუამავლის, ქმნილებების გარეშე
• გაკერპებას არ მთხოვდა, უბრალოდ მეგობრობდა ჩემთან
• ფურცელზე არ მაწერინებდა რა მჭირდებოდა, არც უდაბნოს გადალახვას მთხოვდა, რომ მივეღე
• ვთანხმდებოდით, რომ თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს
• ჩაგრულებთან დგომაზე შევთანხმდით, კერპების ნაცვლად
მოკლედ (რაღა მოკლედ):
იქ ადამიანების სანახავად ვიდექი, მათ მოსასმენად, ემოციების მისაღებად,, გამოცდილებისთვის, ისტორიისთვის და სხვა რათაცებისთვის (შეიძლება გულის სიღრმეში ქრისტეს დასაბრუნებლადაც?)
რა აღმოვაჩინე?
ჩემი ღმერთი იქ არ იყო, დიდი ალბათობით არც ქრისტე
ჩემი ღმერთი ჩაგრულებთან, ბავშვებთან, უმცირესობებთანაა და საერთოდ არ ანაღვლებს რამდენი ადამიანი სცემს თაყვანს
არა – გლოვა არ არის ცუდი
გლოვით, პირჯვრის წერით, ხატზე კოცნით და სანთლის დანთებით რომ რჩება ქრისტიანობა, მანდ ხდება პრობლემა
ამ გზაზე მყოფთაგან მეოთხედი რომ ყოფილიყავით დღეს – ბავშვებიც იცოცხლებდნენ და ღმერთიც



