ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ერევანში დაგეგმილ ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.
ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ის უკვე დაესწრო ოფიციალურ მიღებას, რომელიც, მათივე განცხადებით, სამიტში მონაწილე ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.
ირაკლი კობახიძე ერევანში სიტყვით 4 მაისს, მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე გამოვა, რომლის მთავარი თემა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება იქნება. ადმინისტრაციის ცნობით, ის ასევე მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის (ECAD) მეორე შეხვედრაშიც.
კობახიძე ერევანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. სამიტზე მასთან ერთად იქნებიან ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
სამიტი ერევანში 4 მაისს დაიწყება და მასზე 40-მდე ქვეყნის ლიდერია მიწვეული.