ტრამპის თქმით, ირანის ახალი წინადადება მისთვის მიუღებელია

, 2026 წლის 15 მარტი.Nathan Howard/Getty Imagesაშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელურ გამოცემასთან, Kan News-თან საუბრისას თქვა, რომ “ირანის ახალ წინადადებას გაეცნო” და ის მისთვის “მიუღებელია”.
ამის შესახებ ტრამპი Kan News-ის ჟურნალისტს, ნათან გუტმანს ელაპარაკა.
“ის ჩემთვის არ არის მისაღები. გავეცანი, ყველაფერი გავეცანი – მიუღებელია”. – თქვა ტრამპმა გუტმანის მიხედვით.
გამოცემის მიხედვით, ტრამპმა ასევე დაამატა, რომ სამხედრო “კამპანია ძალიან კარგად მიმდინარეობს” და ხელახლა მოუწოდა ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს, რომ ქვეყნის პრემიერი, შეიწყალოს.
“ის ომისდროინდელი პრემიერმინისტრია. არ იარსებებდა, მე და ბიბი რომ არ ვყოფილიყავით, ამ რიგითობით. ისეთი პრემიერმინისტრი გჭირდებათ, რომელიც ომზე გაამახვილებს ყურადღებას და არა უაზრობებზე”. – თქვა ტრამპმა გამოცემასთან საუბრისას.
1 მაისს ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ “ირანელებს შეთანხმების დადება სურთ”, თუმცა ის “მისით კმაყოფილი არ არის” და ირანული მხარე “ისეთ რაღაცებს ითხოვს”, რასაც ტრამპი “ვერ დათანხმდბება”.
მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ მალე განიხილავდა ირანის მიერ შემოთავაზებულ ახალ სამშვიდობო გეგმას, თუმცა აღნიშნა, რომ “ვერ წარმოუდგენია, რომ ის მისაღები იქნება”.
ირანის ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული სააგენტო Tasnim-ის ცნობით გუშინ ირანმა -ს წინადადებაზე საპასუხოდ ვაშინგტონს 14-პუნქტიანი დოკუმენტი წარუდგინა.
Tasnim იუწყება, რომ -მ ირანს ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, თუმცა თეირანი მიიჩნევს, რომ “საკითხები 30-დღიან ვადაში უნდა მოგვარდეს” და მოლაპარაკებები უნდა იყოს მიმართული “ომის დასრულებაზე” და არა ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე.