ხერსონში ოთხი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა რუსეთის მხრიდან დარტყმებს

5 თებერვალს ოთხი სამოქალაქო პირი დაიღუპა უკრაინის სამხრეთის ქალაქ ხერსონზე რუსეთის იერიშის შედეგად – იუწყება შინაგან საქმეთა მინისტრი იჰორ კლიმენკო.
“მაშველები ხანძარს აქრობენ მანქანაში, რომელიც რუსეთის არტილერიის სამიზნე გახდა ხერსონში შუადღისას… საერთო ჯამში, რუსეთის მხრიდან დაბომბვას ემსხვერპლა ოთხი ადგილობრივი მცხოვრები. დაჭრილია კიდევ ერთი პირი”, – წერს კლიმენკო ტელეგრამით.
უკრაინის ძალებმა 2022 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს ხერსონი. რუსეთის ჯარმა გადაინაცვლა აღმოსავლეთით, მდინარე დნეპრის მეორე ნაპირზე. მას შემდეგ იქიდან რუსეთის ძალები არტილერიით და რაკეტებით რეგულარულად იღებენ ქალაქს მიზანში, რაც სამოქალაქო პირებს შორის დიდ მსხვერპლს იწვევს, ნადგურდება ინფრასტრუქტურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა