რობერტ ფიცო
Alexandros Michailidis / shutterstockსლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დაწერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ უკრაინის ამბიციებს სლოვაკეთი მხარს უჭერს.
“მე [ზელენსკის] დავუდასტურე, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის ამბიციებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რადგან სლოვაკეთს სურს, რომ უკრაინა, როგორც ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანა იყოს.” – განაცხადა ფიცომ Facebook-ზე.
მისივე თქმით, ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, ზელენსკისთან საერთო ინტერესი აქვს “სლოვაკეთსა და უკრაინას შორის კარგი და მეგობრული ურთიერთობების” არსებობის მხრივ.
ფიცომ დაამატა, რომ ზელენსკისთან ერევანში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე ხანმოკლე შეხვედრას დათანხმდა.
“მე ასევე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო კონფლიქტში სამშვიდობო შეთანხმება უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია.” – წერს სლოვაკეთის პრემიერმინისტრი.