კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა

მაგალითად რომ ავიღოთ პარკირების ჯარიმა, მილიონი თუ არის წელიწადში და ჩვენც დაახლოებით ეს მონაცემები გვქონდა, წელიწადში ერთ სულზე გამოდის 25 თეთრი და მარტო ეს რომ იყოს პრობლემა. ყველა კონკრეტული საკითხი შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ მთლიანობაში, როცა ვსაუბრობთ 86%-იან ფასნამატზე, ასეთი კონკრეტული საკითხები ალბათ ნაკლებად ახდენს ამ ყველაფერზე გავლენას, ყველა საკითხს უნდა ჩავხედოთ. მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა და ა.შ. რაც შეიძლება თუნდაც მიზერულ გავლენას ახდენდეს ფასწარმოქმნაზე. რა თქმა უნდა, მზად ვართ განვიხილოთ, უბრალოდ ასეთი ტიპი საკითხები ნაკლებად არსებითია გავლენის კუთხით ფასწარმოქმნაში. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ 86%-იან ფასნამატზე, ამ 86%-ში 1%-იც ვერ იქნება ასეთი ფაქტორების წვლილი, თუმცა მაინც განსახილველია ნებისმიერი ასეთი საკითხი.