“ქართულ ოცნების” მხარდამჭერმა ბიზნესმენმა, “ქართული ოცნების” პროპაგანდა ჩამოშალა – ასე აფასებენ, ირაკლი რუხაძის იმ განცხადებებს, რომელიც სანქცირებული იმედის ყოფილი მფლობელმა კაცმა ერთ-ერთ პოდკასტში გააკეთა.
რუხაძე პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში ფული არ შემოდის. არადა, წლებია ივანიშვილის გუნდი თავს იწონებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ეკონომიკური ზრდით. ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორი განმარტავს, რომ რა მონაცემებსაც ვხედავთ, ეს რეალობას არ ასახავს.
რუხაძის ამ განცხადებების შემდეგ “ქართულ ოცნებაში” ლამის დაივიწყეს – “ვინ არის ირაკლი რუხაძე” – იკითხეს დღეს მმართველ გუნდში.




