ტრამპის თქმით, EU-დან შემავალ ავტომობილებსა და სატვირთო მანქანებზე ტარიფებს 25%-მდე გაზრდის

დონალდ ტრამპიDANIEL TOROK/WHITE HOUSE PHOTO/ALAMYაშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირიდან -ში შემავალ ავტომობილებსა და სატვირთო მანქანებზე ტარიფებს 25%-მდე გაზრდის, რადგან EU -სთან დადებულ სავაჭრო შეთანხმებას არ ემორჩილება.
ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
“მოხარული ვარ, გამოვაცხადო, იმ ფაქტის საფუძველზე, რომ ევროკავშირი ჩვენს სრულად შეთანხმებულ სავაჭრო შეთანხმებას არ ემორჩილება, მომდევნო კვირას ევროკავშირიდან აშშ-ში შემომავალ ავტომანქანებსა და სატვირთო მანქანებზე დაწესებულ ტარიფებს გავზრდი. ტარიფი 25%-მდე გაიზრდება. სრულიად გაგებულია და შეთანხმებულია, რომ თუ ისინი ავტომობილებსა და სატვირთო მანქანებს აშშ-ს ქარხნებში აწარმოებენ, ტარიფი არ იქნება. ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების მრავალი საწარმო ამჟამად შენდება, 100 მილიარდ დოლარზე მეტი არის ინვესტირებული, რაც ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების წარმოების ისტორიაში რეკორდია. ეს საწარმოები, სადაც ამერიკელი მშრომელები იმუშავებენ, მალე გაიხსნება. არასდროს არ ყოფილა რაიმე იმის მსგავსი, რაც დღეს ამერიკაში ხდება!” – წერს ტრამპი.